Saturday, July 21, 2018

ჩემი პორტფოლიო - ბავშვთა უფლებების დაცვა საქართველოში






პროექტების სწავლების ტრენინგის მეშვეობით ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. ჩემთვის თვალსაჩინო გახდა ყველა ის ეტაპი რაც უნდა გავიარო პროექტის დაგეგმვისა და განხორციელებისათვის. ძალიან საინტერესოა პროექტის მსვლელობა. ასევე მნიშვნელოვანია,რომ პროექტებით სწავლება ავითარებს XXI საუკუნისათვის საჭირო უნარებს. გავიცანი სხვადასხვა სკოლის კოლეგები ,რომლებმაც გაგვიზიარეს თავიანთი გამოცდილება. 

Thursday, July 19, 2018

ფასილიტაცია მნიშვნელოვანია პროექტის მსვლელობისას. მოსწავლემ უნდა იცოდეს რა არის მის ძლიერი მხარე, დიფერენცირებული სწავლებისას რა სტრატეგია უნდა ვირჩიოთ.

Monday, July 16, 2018

დღეს ვისაუბრეთ მოსწავლის ნაშრომების შექმნაზე,გავიგეთ რატომ არის აუცილებელი მოსწავლის ნაშრომები :)

ჩვენი ტრენინგი

Saturday, July 14, 2018

დღეს ვისწავლეთ გრაფიკების შედგენას, ვიმსჯელეთ შეფასების კრიტერიუმებზე, გავითამაშეთ პროექტების შეჯამება, ამან შესძინა ჩემ გამოცდილებას ბევრი რამ. კერძოდ მივხვდი რას მოითხოვს ჩემგან პროექტის შემფასებელი. ეს კი დამეხმარება კარგი პროეიქტის შექმნაში. ვისაუბრეთ საავტორო უფლებების დაცვაზე . :)

Wednesday, July 11, 2018

დღეს მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილეთ. განვიხილეთ პროექტის მეთოდები და ინსტრუმენტები პროექტის სხვადასხვა დონეზე. გავარკვიეთ მეთოდების მნიშვნელობა. საინტერესოდ მოვარგეთ ინსტრუმენტები. მეტად პოზიტიური დღე იყო :)

Tuesday, July 10, 2018

დღეს განვიხილეთ როგორ გავწერო მიზნები, ამით მოსწავლეებს მივეხმარები ადვილად გავიდნენ შედეგზე. თუ მიზანი სწორად იქნება განსაზღვრული შედეგიც მიიღწევა :)

ჩემი პორტფოლიო - ბავშვთა უფლებების დაცვა საქართველოში პროექტების სწავლების ტრენინგის მეშვეობით ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. ჩემთვი...